თვის ენა: უნგრული
- Jam Ham
- 10 hours ago
- 2 min read
ავტორი: ჯემ ჰემი
თარგმნა: აიშემ

Szervusztok და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „თვის ენაში“! ყოველ თვეს წარმოგიდგენთ ერთ ენას, მის გარშემო არსებულ ისტორიას და პატარა საინტერესო ფაქტს. თითოეულ თე(თვის ენის) სტატიას თან მოჰყვება სასარგებლო და სახალისო ფრაზებიც რომლებიც შეგიძლია გამოიყენო ამ ენაში!
ჩვენი პირველი „თვის ენა“ არის უნგრული! უნგრულად მას ეძახიან magyar nyelv. ეს არის ურალური ენა, რომელიც ძირითადად უნგრეთში გამოიყენება და იქვე ოფიციალური ენაა. გარდა ამისა, მას ლაპარაკობს მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხი მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად რუმინეთში (განსაკუთრებით ტრანსილვანიაში).

უნგრული ენა ოდესღაც იყენებდა რუნულ დამწერლობას, რომელსაც მარჯვენიდან მარცხნივ წერდნენ. ითვლება, რომ ის ძველი თურქული ანბანიდან არის წარმოშობილი, რომელსაც მონღოლეთის ტერიტორიაზე იყენებდნენ. საბოლოოდ, უნგრულმოსაუბრეებმა XI საუკუნეში შეითვისეს ლათინურ ასოებზე დაფუძნებული ანბანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიცვალა და დღევანდელი სახე შეიძინა.
იცოდი?
ყველა სწრაფად ამჩნევს უნგრულის მიერ დიდ სიტყვების გამოყენებას — ეს კი გამომდინარეობს უნგრული ენის აგლუტინაციური გრამატიკიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ძირეულ სიტყვას მიამატოს მრავალი დამატება ინფორმაციის სხვადასხვა ერთეულით. მაგალითად სიტყვა áteresztőképesség, რაც ნიშნავს „გამტარიანობას“ ან „გამტარობას“ — შედგება სიტყვებისგან áteresztő („გამტარი“) და képesség („შესაძლებლობა“) არის წარმოქმნილი, რომლებიც თავის მხრივ სხვა ნაწილებისგანაა აგებული!
აი რამდენიმე ფრაზა უნგრულად:
Დილა მშვიდობისა! — Jó reggelt!
Შუადღე მშვიდობისა! — Jó napot!
Საღამო მშვიდობისა! — Jó estét!
Სად არის ტუალეტი? — Hol van a mosdó?
Გილოცავ დაბადების დღეს! — Boldog születésnapot!
Გმადლობ! — Köszi!
Მიყვარხარ! — Szeretlek!
Სასიამოვნო დღეს გისურვებ! — Szép napot!
Ნახვამდის! — Szia! / Viszlát! / Viszontlátásra!
Როგორ ხარ? (მეგობრული) — Hogy vagy?
ჯემ ჰემის შესახებ
22 წლის ფილიპინო-ამერიკელი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ლინგვისტური ანთროპოლოგია, სოციოლინგვისტიკა და ისტორიული ლინგვისტიკა. საუბრობს ინგლისურად და ტაგალოგურად, ამჟამად კი ფრანგულს სწავლობს. უყვარს ლაშქრობა და მოგზაურობა და ერთ დღესაც სურს სხვა ქვეყნებიც მოინახულოს.
აიშეს შესახებ
ქართველი გოგო, რომელმაც სულ ახლახან საბოლოოდ გადაწყვიტა რუსულის სწავლის სერიოზულად მოეკიდოს და სურს მეტი გაიგოს სხვადასხვა ენებზე, კულტურებზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც კი მისთვის საინტერესო ჩანს. დროის უმეტეს ნაწილს კითხვის, ვარჯიშის, რუსულის შესახებ ახალი რაღაცების შესწავლის ან უბრალოდ იმის კეთებაში ატარებს რაც თავში მოუვა.