ქუჩის ნიშნებიდან მაღაზიების ვიტრინებამდე: ენის ლანდშაფტის რთული სამყარო
- Oatmilk
- 11 hours ago
- 2 min read
ავტორი: ოათმილქი
თარგმნა: აიშემ
Wikimedia Commons-იდან
როგორც ურბანული გეოგრაფიის სტუდენტს მინდოდა დამეწერა რამე ისეთზე, რომელიც ენისა და გეოგრაფიის შესწავლას დააკავშირებდა. ასე რომ, ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა მესაუბრა იმ გზებზე, როგორც არსებობს ენა ქალაქში და ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეებში. როცა დადიხარ, მანქანით მოძრაობ ან ველოსიპედით გადაადგილდები, ენა ფაქტობრივად ყველგანაა — ნიშნებიდან და ბილბორდებიდან დაწყებული, პლაკატებით და გრაფიტებით დამთავრებული. ენა მთელ ჩვენს ქუჩებში წერია. ამ ფენომენის შესწავლას და მის მნიშვნელობას ჩვენთვის ეწოდება “ენობრივი ლანდშაფტი” და მისი მიზანია გამოიკვლიოს და უკეთ გაიგოს სხვადასხვა გზა, რომლითაც ენა საზოგადოებრივ სივრცეში ჩნდება და მისი სიმბოლიზმი.
ენის ლანდშაფტს განსაკუთრებით იკვლევენ მრავალენოვან კონტექსტებში ან კონფლიქტის პირობებში, სადაც რამდენიმე ენის გამოყენება — იქნება ეს ოფიციალური თუ არაოფიციალური — ბევრ რამეს გვეუბნება ადგილობრივ საზოგადოებაზე, კულტურასა ან პოლიტიკაზე. მაგალითად, კვლევები ფოკუსირდება იმ ადგილებზე, სადაც სახელმწიფო ენა და ადგილობრივი ენა განსხვავდება — როგორიცაა ესპანეთის ბასკეთი ან კანადის ფრანგულენოვანი კვებეკი. ამ რეგიონებში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც იცავს ადგილობრივ ენას უფრო ფართოდ გავრცელებული ესპანურისა და ინგლისურისგან, რის გამოც ყველა წარწერა და შესაბამისად ენის ლანდშაფტის უმეტესი ნაწილი უმცირესობის ენაზეა.
ნიშნები ბრეტონულად და ფრანგულად — ბრეტანში, ქალაქ ქიმპერში. სურათი ვიკიმედია კომონსიდან.
ენის ლანდშაფტი ასევე კარგი საშუალებაა კონკრეტულ კონტექსტში ენობრივი მრავალფეროვნების საჩვენებლად. ისეთ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, მაღაზიები ან სალოცავები, წარწერები ხშირად ისეთ ენებზეა, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმ ენებისგან, რომელსაც ადგილობრივად ლაპარაკობენ. ეს არის ის იმის მიზეზი რომ შეიძლება ამერიკულ ქალაქში კორეულ ან ესპანურ წარწერიან რესტორანს გადააწყდეთ, ან ევროპული ზღვისიქითა ტერიტორიების ქუჩებში კრეოლურ წარწერებს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ენა იქ ევროპულია (მაგალითად, გვადელუპე ან სინტ-მარტენი).
პოპულარული აზიური საკვების მაღაზია ამსტერდამის ცენტრში. სურათი — მანგჩის კორეული მაღაზიების გზამკვლევიდან.
ეს ფენომენი მხოლოდ ადგილობრივ მრავალფეროვნებაზე არ მიანიშნებს — ზოგჯერ ის უფრო გარე ფაქტორებითაც არის გამოწვეული, მაგალითად ტურიზმით. ძალიან გავრცელებულია, რომ ტურისტულ ზონებში, როგორიცაა ამსტერდამი ან პარიზი, ნიშნები ან რეკლამები ჩინურად, ესპანურად ან რუსულად ეწეროს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველაზე დიდ ინტერნაციონალური ვიზიტორების ჯგუფებზე მოახდინონ გავლენა. კიდევ ერთი გარე ფაქტორი, რომლის დიდი შანსია რომ თქვენც გამოგიცდიათ, არის რომელიმე ენის კულტურული ძალა და გავლენა. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი ალბათ ინგლისურია — ის ყველგან ჩანს: რეკლამებზე, ლოგოებზე, ფილმების პოსტერებზე და ა.შ.
ენის ლანდშაფტი გლობალური ფენომენია, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ გვითხრას კონკრეტულ ადგილზე, მის საზოგადოებაზე და მის სხვა ადგილებთან კავშირზე. ის აჩვენებს, რა როლი აქვს ენას/ენებს და საზოგადოებრივ სივრცეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ასევე არის მუდმივად ცვალებადი სარკე, რომელიც ასახავს, როგორი მნიშვნელობა აქვს ენას საზოგადოებებში. მომავალში როცა შენს უბანში ივლი, დააკვირდი, რას ისწავლი იმ ქუშის ნიშნებიდან რომლებსაც შეამჩნევ. შეიძლება იმაზე მეტი ინფორმაციაც კი იპოვო, ვიდრე წარმოიდგენდი — რაღაც ისეთი, რაც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
ავტორის - ოათმილქის შესახებ.
24 წლის ფრანგი ქვიარი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს. ამჟამად სოციალური მეცნიერებების კვლევის მაგისტრაანტია და პარალელურად ნახევარ განაკვეთზე ბარისტად მუშაობს. თავისუფალ დროს სწავლობს ჰოლანდიურს, ბრეტონულსა და თურქულს. უყვარს ვიდეოთამაშების თამაში, ფილმების ყურება და ფილოსოფიის, სოციოლოგიის ან სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა.
აიშეს შესახებ:
ქართველი გოგო, რომელმაც სულ ახლახან საბოლოოდ გადაწყვიტა რუსულის სწავლის სერიოზულად მოეკიდოს და სურს მეტი გაიგოს სხვადასხვა ენებზე, კულტურებზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც კი მისთვის საინტერესო ჩანს. დროის უმეტეს ნაწილს კითხვის, ვარჯიშის, რუსულის შესახებ ახალი რაღაცების შესწავლის ან უბრალოდ იმის კეთებაში ატარებს რაც თავში მოუვა.