top of page
Search

სწავლითი ჩვევების ჩამოყალიბება და ჩვევების შექმნის ინსტრუმენტები

  • Nari
  • 11 hours ago
  • 3 min read

ნარის მიერ

თარგმნა: აიშემ


A desk with a plant, a phone, a candle, a laptop and a tablet

안녕하세요! (გამარჯობა!)


დღეს ვისაუბრებ რამდენიმე სწავლით ჩვევაზე, მაგრამ ძირითადად იმაზე დავაფუძნებ, რაც მე თავად გამოვცადე და რამაც ჩემთვის იმუშავა.


დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თვენგანი ვინც თვითგანვითარებით არის დაინტერესებული იცნობთ ისეთ არხებს, როგორიცაა “Huberman Lab”, “Jim Kwik” და სხვები. ამ ტიპის არხებიდან, პოდკასტებიდან და საიტებიდან ბევრი ინფორმაცია მივიღე, რაც ჩემს ცხოვრებაში გამოვიყენე (სხვადასხვა დონის წარმატებით).


ამ სტატიაში დავწერ რამოდენიმე რეკომენდაციას ჩვევების ჩამოყალიბებისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რაც ჩემთვის მუშაობს და იმედი მაქვს, თქვენც დაგეხმარებათ!


A person holding a phone

პასუხისმგებლობის თვალყურის დევნის მეთოდები და აპები

პასუხისმგებლობა ყოველთვის ჩემი ძლიერი მხარე იყო. ჩვევაზე მუშაობისას ხშირად ჩემ თავს ვუსვამ შემდეგ კითხვებს:

  • ვაკეთებ იმ საქმეებს, რაც საჭიროა? რამდენად ხშირად ვაკეთებ მათ?

  • საკუთარ თავს საბოტაჟზს ვუკეთებ და ზედმეტად ვფიქრობ?

  • კონკრეტულად რაში მაქვს სირთულეები?

დასაწყისში ბევრი ცდა და შეცდომაა საჭირო, რომ გაიგო, რა მუშაობს, რა რჩება და რა არა.


ჩვევებზე თვალყურის დევნებისათვის ჩემთვის გადამწყვეტი იყო აპები. მინდა ორი განსაკუთრებით აღვნიშნო:

  • Habitica (წარსულში ვიყენებდი): აქვს სოციალური ელემენტი და ჯგუფური სისტემა, სადაც ჯგუფის წევრები ერთმანეთს პასუხისმგებლობას აკისრებენ.

Habitica ძალიან მრავალმხრივია ჩვევების თვალყურის დევნისთვის, და მათთვის, ვინც თამაშებს თამაშობს, საკმაოდ მიმზიდველია. სოციალური და თამაშის ელემენტები ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო იმ დროს, როცა საკუთარ თავზე დისციპლინა არ მქონდა. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ შეიძლება დრო დასჭირდეს აქტიური და სასარგებლო სოციალური ჯგუფის პოვნას, მაგრამ ისინი არსებობს და იქ ნამდვილად კარგი მეგობრების პოვნაც შესაძლებელია!

  • Daylio (ამჟამად ვიყენებ): არის როგორც ჩვევების, ასევე განწყობის თვალყურის დევნის აპი.

Daylio-ში შეგიძლია შექმნა პირადი მიზნები ან გამოიყენო აპის მიერ შემოთავაზებული, და აირჩიო, არიან ისინი ყოველდღიური, ყოველკვირეული თუ ყოველთვიური. მიზნის შესრულებისას შეგიძლია მონიშნო იგი, და გაზარდო სტრეაკი დროთა განმავლობაში, თვალყური ადევნო რომელი დღეები ასრულებ მიზანს და შენს განწყობას. ჩემს შემთხვევაში, როცა კორეულს ვსწავლობ, ვხედავ, რომ ეს ნამდვილად აუმჯობესებს ჩემს განწყობას, რაც კიდევ ერთი პირადი მოტივატორია სწავლისთვის!


არსებობს სხვა აპებიც, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო, მაგრამ ეს ორი ჩემთვის ყველაზე წარმატების მომტანი იყო.


აპის გამოყენებაა არ არის აუცილებელი. შეგიძლია ყველაფერი ქაღალდზე დაწერო. წარმოიდგინე, რომ კალენდარზე დღეებს ნიშნავ იმ მიზნით რომ არცერთი არ გამოტოვო.


პატარა ბონუს რჩევა: ჩვევების შესრულება დღის დასაწყისში და ერთსა და იმავე დროს შეიძლება დაგეხმაროთ ამ ჩვევების შენარჩუნებაში. შეიძლება მეტი მოტივაცია გქონდეს, თუ ადრე დაიწყებ დღეს!


A person marking down dates in a calendar

ჩვევის ეტაპობრივად ჩამოყალიბება

შემდეგი თემა რომელზეც მინდა ვისაუბრო, არის როგორ შეიძლება პატარა ნაბიჯებით დაიწყო და დროთა განმავლობაში გაუმჯობესდე.


ბევრ ადამიანთან მისაუბრია, რომლებიც ცდილობენ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებით თავიანთი ცხოვრება გააუმჯობესონ, და შევამჩნიე, რომ ბევრი ერთი და იგივე შეცდომს იდენს — ძალიან სწრაფად და ძლიერად იწყებენ, ყველაფერს ზედმეტად აკეთებენ და ბოლოს ძალიან მალე გადაიწვებიან.


აი, აქ არის ჩემი მიდგომა სრულიად განსხვავებული, რადგან ეს შეცდომა ბევრჯერ დამიშვია. ბოლო დროს, როცა ჩვევის ჩამოყალიბებას ვცდილობ, ყოველთვის პატარა მასშტაბით ვიწყებ და მერე ნელ-ნელა ვამატებ, როცა აარსებულ დატვირთვით კომფორტულად ვგრძნობ თავს.


ჩემი კორეული ენის ჩვევები შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ:


დასაწყისში მხოლოდ Anki-ს (ფლეშბარათების აპი სიტყვების დასამახსოვრებლად) ვიყენებდი, რომ ყოველდღიური კორეული მიზნები შემესრულებინა. დაახლოებით 10-15 წუთი მჭირდებოდა — მაქსიმუმ 30 წუთი იმ დღეებში, როცა ჩემს ტვინს განსააკუთრებით ძნელი დრო ჰქონდა დამახსოვრებაში — და სულ ეს იყო.


მიუხედავად იმისა, რომ დღეში ცოტა დრო ვსწავლობდი, მაინც აქტიურად ვსწავლობდი რაღაცას, რადგან Anki-ზე მუშაობა ჩვევად მექცა და მაშინაც არ ვნებდებოდი, როცა მიჭირდა. საბოლოოდ ეს ყველაფერი რუტინად იქცა ჩემთვის. როგორც კი ეს ადვილი გახდა და ყოველდღიურად კეთება აღარ მირთულდებოდა, მაშინვე დავამატე მეტი საკეთებელი.


ამ ყველაფერმა მიმიყვანა იმ ეტაპამდე, სადაც ახლა ვარ — ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით დღეში მინიმუმ 2 საათს ვსწავლობ, დანარჩენ დღეებში ვისვენებ, რომ სწავლისგან არ გადავიწვა. ძალიან ხშირად Anki-ს გარდა ბევრ რამეს ვაკეთებ — ვუსმენ პოდკასტებს, ვწერ, ვკითხულობ, რაღაცებს ვამოწმებ, კორეულს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებ და ასე შემდეგ.


არ დაგავიწყდეს, რომ უნდა გაერთოთ!

ბოლოს, ალბათ ჩვევების მართვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე დავწერ: ის უნდა იყოს სახალისო!!! გონების მოტყუება და საკუთარი თავის დაძალება მხოლოდ რაღაც დროით მუშაობს.


თუ ვერ ხედავ რაიმე დადებითს ამ ყველაფერში, დიდი შანსია, რომ უბრალოდ მიატოვო და სხვა რაღაცების კეთება დაიწყო. ამიტომ ყველას ვურჩევ, პირველივე დღიდან ეძებონ პოზიტიური და სახალისო გზები ჯანსაღი ჩვევების შესაქმნელად.


ენის სწავლაზე თუ ვისაუბრებთ, შემიძლია ჩემი კორეულთან გამოცდილების შესახებ ვისაბროთ:


პირველი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა, ანბანის სწავლა იყო — და მარტო ამასაც კი ჰქონდა თავისი მხიარული მომენტები, რადგან უკვე შემეძლო მეკითხა კორეული სიტყვები, რომლებიც ინგლისურიდან არის გადმოღებული. მაგალითად, სიტყვა 아파트 (apateu), რაც ალბათ უკვე მიხვდი, ნიშნავს... აპარტამენტს!


არის სხვა რაღაცებიც, მაგალითად მარტივად წასაკითხი კომიქსები, თამაშების თამაში შენს სამიზნე ენაზე, ან მეგობრების პოვნა, რომლებიც დაბადებიდან ლაპარაკობენ იმ ენაზე და შეგიძლია ახალი ნასწავლი რამეები მათ უთხრა.

იმედია, რამე საინტერესო მიიღე ამ ყველაფრიდან და შეგიძლია შენთვისაც სახალისო სასწავლო ჩვევების შექმნა დაიწყო!


მომდევნო შეხვედრამდე — არ დაგავიწყდეს, რომ სწავლის დროსაც გაერთო!!


რედაქტორის შენიშვნა: სხვათა შორის, ჩვენს Discord სერვერზე ახალი არხი გავხსენით, სადაც შეგიძლია ჩვევებს და პროგრესს თვალყური ადევნო — აუცილებლად გადახედე!

ნარის შესახებ

უბრალოდ გოგო თავის 20-იანებში, რომელსაც სურს ისწავლოს სამყაროში არსებული სხვადასხვა სფეროდან და მუდმივად ცდილობს თვითგანვითარებას, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს. ამჟამად სწავლობს კორეულს, უყურებს დრამებს და ფილმებს, ყოველდღე ვარჯიშობს და უყვარს მეგობრებთან ერთად თამაშობა.


აიშეს შესახებ

ქართველი გოგო, რომელმაც სულ ახლახან საბოლოოდ გადაწყვიტა რუსულის სწავლის სერიოზულად მოეკიდოს და სურს მეტი გაიგოს სხვადასხვა ენებზე, კულტურებზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც კი მისთვის საინტერესო ჩანს. დროის უმეტეს ნაწილს კითხვის, ვარჯიშის, რუსულის შესახებ ახალი რაღაცების შესწავლის ან უბრალოდ იმის კეთებაში ატარებს რაც თავში მოუვა.

 
 

Find us on our socials

  • TikTok
  • X
  • Youtube
  • Instagram
  • Facebook
PurpleBG C Square.png
bottom of page